აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა.
ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმში საქართველოს მასშტაბით, საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.