კალათბურთის ეროვნული ნაკრების და ფედერაციის წევრების დაჯილდოება

25 ივლისი 2025, 14:08 114 ნახვა

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს, ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში