ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

25 ივლისი 2025, 14:19 191 ნახვა

276 000 ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცვლილებას მხარი საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

აღნიშნული თანხები მოხმარდება 34 ბენეფიციარს, რომლებიც ზამთარში სტიქიური მოვლენების დროს დაზარალდნენ. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, კომისიამ ოჯახების საჭიროებები შეისწავლა და თანხები შესაბამისად გადანაწილდება.

დღეს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშზეც.

საკრებულოს სხდომაზე მესამე საკითხად განიხილეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაყალბებისგან  დამცავი ნიშნების დადგენის“ - შესახებ წესზე.

საუბარია დაცულ ტერიტორიებზე საქმის წარმოების დოკუმენტაციის შედგენაზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში