თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასამართლო

26 ივლისი 2025, 14:43 126 ნახვა

თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი - მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. დაკავებულებმა მოსამართლეს განუმარტეს, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, უთხრეს, რომ სოციალურად დაუცველები იყვნენ და მათ მიმართ ჯარიმა არ გამოეყენებინა.

რაც შეეხება კიდევ ორ პირს, სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაკავებული აქტივისტების ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

საკუთარი პროცესის დაწყებას თვალჭრელიძეზე დაკავებული კიდევ ათამდე პირი ელოდება.

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს.

აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში