ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!- ამის შესახებ გიორგი ვაშაძის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილშია ნათქვამი, რითაც ის პოლიტიკური ერთობის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, ასევე, საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პარტიებს სთავაზობს დროულად დაიწყოს კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, რადგან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.