კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ასევე რამდენიმე წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. პარლამენტთან, საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც 20 ივნისის მოვლენების აღდგენას ეხება , დღეს ორი ოპერატორი მონაწილეობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოპერატორმა, კოტე გრიგალაშვილმა გამომძიებლებთან გაიხსენა როგორ და რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება. აცხადებს, რომ 6 წლის წინ აქციის გაშუქების დროს რამდენიმე დაზიანება მიიღო, რომ ჰქონდა 6 /7 ნატყვიარი და მოიწამლა გაზით.