ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა კურორტ ბეშუმში ღია ცის ქვეშ სპექტაკლის ჩვენება გამართა. მსახიობებმა პატარებისთვის ორი სპექტაკლი წარადგინეს: ,,მეფე მასხარა“ და ,,ბატის ჭუკი“. თეატრი ბეშუმში წარმოდგენებს შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მართავს.