„ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე“ - ეს განცხადება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე გააკეთა. გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა თუ როგორ მოხდა მისი არა დაკავება, არამედ გატაცება. როგორც მან სასამართლოს უთხრა, მის გატაცებაში ფიგურირებს ანრი ოხანაშვილი, სუს-ი და „აირზენა“.
მან ისაუბრა ციხეში მომხდარ თავდასხმაზე და განმარტა, რომ ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს „ჯალათი“, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დაუწყო ცემა, გინება და მიაყენა დაზიანებები. მისი თქმით, მას ქვეყნის დატოვების სურვილი არ ჰქონდა, თუმცა იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვა გაიცა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.