ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას - შალვა პაპუაშვილი

30 ივლისი 2025, 15:13 164 ნახვა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავებაზე.

„ზოგადად ფაქტი რასაც ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილია, შეეხება უკანონო მიგრაციას. ერთი მხრივ, ეს არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში და მეორე მხრივ, ზუსტად ეს საკითხია სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია.

ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში