შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაზე

30 ივლისი 2025, 15:18 176 ნახვა

„ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, ნამდვილ დემოკრატიას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.  როგორც განაცხადა, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში