იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს „ლელო-ძლიერი საქართველო“ ტყუილს უწოდებს. ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და ინვესტორმა ბობ მეიერიმ.