პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ქართველ ხალხს მიმართა და 4 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, თქვა რომ ეს იქნება ეროვნული კრება, ივანიშვილის მმართველობის დასამხობად. შეკრება 16 საათზე დაიგეგმა.
ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასევე აღნიშნა, რომ მისი მიმართვის ადრესატი ქართველი ხალხია და არა რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია.