ბათუმის საკრებულოს სხდომა

31 ივლისი 2025, 15:07 250 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი ათი მილიონი ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდა. ცვლილებით გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა ჩაქვის ტერიტორიაზე,  ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელება, ორი   ახალი სკვერის მოწყობა გიორგი ლეონიძისა და  გენერალ ა. აბაშიძის მიმდებარედ, ტაბიძის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია და 18 ერთეული ახალი მუნიციპალური ავტობუსის შეძენა.

დეპუტატებმა სულ 22 საკითხი განიხილეს მათ შორის შეიცვალა ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების წესი, კონკრეტულად კი შეიცვალა მობინადრეთა  ასპროცენტიანი თანხმობის  აქამდე მოქმედი კოეფიციენტი. ასევე დამტკიცდა ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების  დოკუმენტის   გეგმების მოხაზულობის კონცეფცია. ცვლილებები შეეხო საპრივატიზაციო ნუსხასაც, ასევე განაშენიანების გეგმას იმ ზონებში, სადაც სამშენებლო პროექტებით სხვადასხვა კომპანიაა  დაინტერესებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი