მერაბ ბლადაძის განცხადება

31 ივლისი 2025, 17:55 520 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარას ხმის„ დამფუძნებლის განცხადებით, მას ჩაბარდა ბათუმის საკრებულოს დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახები საცხოვრებელს  გამარტივებული წესით მიიღებენ. მერაბ ბლადაძის თქმით,  ამ გადაწყვეტილებით ასობით უსახლკარო იქნება საცხოვრებლით დაკმაყოფილებული.  ბათუმის მერიის ინფორმაციით,  საკრებულომ 17 ივნისს დაამტკიცა გამარტივებული კრიტერიუმების შესახებ საკითხი, რომლის საფუძველზეც განცხადებების მიღება ბათუმში რეგისტრირებულ უსახლკაროებს 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი