საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში

01 აგვისტო 2025, 14:43 126 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ტაეკვონდოში „ბათუმი ოფენ 2025“, რომელსაც ჩვენი ქალაქი მესამე წელია მასპინძლობს. ასპარეზობაში შვიდი ქვეყნის ხუთასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. ტაეკვონდო სპორტის სამხრეთ კორეული სახეობაა და დღეს ტურნირის გახსნას საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩი დაესწრო, რომელმაც ქართველი მებრძოლების მომზადების დონეს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა.

ორთაბრძოლების დაწყებამდე საჩვენებელი გამოსვლა გამართეს საქართველოში საგანგებოდ მოწვეულმა კორეელმა სპორტსმენებმა. ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება სამი დღის მანძილზე გაგრძელდება და კვირას დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი