მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიმართა

01 აგვისტო 2025, 15:45 132 ნახვა

გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს- ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოება, რომ არა თითოეული მოქალაქის ის გრძნობა , რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის განვითარების პროცესები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ვხედავთ თქვენს მაღალ შეფასებებს და ბრძოლას კორუფციასთან , ტერორიზმთან, ვიცით, რომ არაერთი მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში და როგორ მაღალ დონეზე შეძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ იმედს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ უფრო მყარად იყვნენ ამ ქვეყანაში. ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თქვენ თანამშრომლებს . არსებობენ გმირები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეს საზოგადოებამ, როგორ პროფესიონალურად უძღვებიან ეს ადამიანები თავის საქმეს. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი