თითქმის 7 საათია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ შესაძლოა, ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს ან მისი გამოცხადება გადადოს.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.