მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება

02 აგვისტო 2025, 11:08 118 ნახვა

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო. მზია ამაღლობელის თქმით, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება.

„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა. მინდა სასამართლომ მომცეს ამის უფლება. მით უმეტეს, წინა სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, კითხვები თუ გაქვთ, მზად ვარ მოვისმინოო. ამ საქმეზე დღესაც მაქვს კითხვები და სულ მექნება'' - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

გუშინდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს.

სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი