აფხაზეთის მთავრობის ვიზიტი ათონის მთაზე

02 აგვისტო 2025, 10:18 173 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად აღკვეცის რიტუალს დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად, ქსენოფონტესა და ივერონის მონასტრების წინამძღვრებს შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი