​ირაკლი კუპრაძე: ლელო-ძლიერი საქართველოს საბანკო ანგარიში დააყადაღეს

06 აგვისტო 2025, 14:01 268 ნახვა

ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის პარალელურად  აღსრულების ეროვნულმა  ბიურომ "ლელო-ძლიერი საქართველოს" საბანკო ანგარიში დააყადაღა. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე მიიღეს.   

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მათი განმარტებით ,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი