პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა

08 აგვისტო 2025, 14:15 234 ნახვა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული მოკლევადიანი მომზადება - გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განცხადების მიღებას იწყებს.

დოკუმენტაციის წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს, 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.  

აღნიშნულ კურსებს სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. 

მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზის, საბუღალტრო, სარესტორნო მიმართულებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი