პრეზიდენტი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს, შეხვდა

08 აგვისტო 2025, 17:53 257 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს, ტეოდორიკო ნანის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე.

საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსაც. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი