ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იმართება

11 აგვისტო 2025, 11:50 153 ნახვა

„ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევა ციფრულ ეპოქაში - მეთოდები, ინსტრუმენტები, სტრატეგიები“  - ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იმართება.

აღნიშნულ სკოლაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური ცოდნის გადაცემას როგორც  ჰუმანიტარული მეცნიერების ახალ დარგში, ისე პოლიტიკურ ლინგვისტიკაში.

სეზონური სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციები საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო სფეროს სამივე საფეხურის სტუდენტებს გაეცნონ პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ინსტუმენტებსა და სტრატეგიებს ციფრულ ეპოქაში.

სკოლის პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებასა და გამოუმუშავებს პოლიტიკური ტექსტების პროფესიული ანალიზის უნარ-ჩვევებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი