თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

11 აგვისტო 2025, 14:05 124 ნახვა

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბაჩიაშვილი  ესწრება. დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი საბოლოო სიტყვას იტყვის.

დღევანდელ პროცესზე  მხარეები ასევე წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვებს. რის შემდეგაც  შესაძლოა მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილება  გამოაცხადოს. წინა სხდომაზე ბაჩიაშვილმა  უკანონო დაკავების,  მის მიმართ ციხეში განხორციელებულ ძალადობისა და  პოლიტიკურ შურისძიების შესახებ ისაუბრა.

გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის კრიპტოვალუტის უკანონო მითვისებას, დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას  ედავება. 

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი