"ქართულმა ოცნებამ" შუახევის მერობის კანდიდატად ომარ ტაკიძე წარადგინა

11 აგვისტო 2025, 17:11 130 ნახვა

ომარ ტაკიძე 1973 წლის 10 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში დაიბადა. დაამთავრა დაბა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა.

1991-1993 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1993-1996 წლებში სწავლა გააგრძელა და დაასრულა იმავე უნივერსიტეტში, ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2016-2017 წწ. შპს ,,ეკონომიას"  დირექტორი;
  • 2003-2016წწ. ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას;
  • 2012-2014 წწ ქ.ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • 2017 წლის ნოემბრიდან, 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მუშაობდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ;
  • 2020 წლის 5 ოქტომბირიდან, 2021 წლის აგვისტომდე, დაინიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად.
  • 2021 წლის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერად.

ჩაბარებული აქვს საჯარო მოხელის გამოცდა, გავლილი აქვს თვითმმართველობის ტრენინგები, საგადასახაო და საბუღალტო აღრიცხვის კურსები.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი