ეროვნული ლიგის მე-20 ტური „გარეჯისა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც ზღვისპირელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გავიდა. დაჩი აბუსელიძის გადაცემით ლევან ხოზრევანიძემ ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
20 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 33 ქულა მოაგროვა, ქუთაისის „ტორპედოს“გადაასწრო და მეოთხე ადგილზე დაბრუნდა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“ გავარდნის ზონაში, მერვე პოზიციაზე დარჩა.