სამხედრო დღე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.
ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.