დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი, ღირსეული ქვეყანა,დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ უფრო ძლიერი და ყველაზე მთავარი, გავერთიანდეთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან - პრემიერი

19 აგვისტო 2025, 15:32 82 ნახვა

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილის გურიაში, „ბახმაროს თასი 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს არის შესაძლებლობა აფხაზ და ოს და-ძმებთან გაერთიანების.

„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული ქვეყანა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ უფრო ძლიერი და ყველაზე მთავარი – გვაქვს შესაძლებლობა, გავერთიანდეთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან. მთავარია, ვიყოთ ერთიანები, გვიყვარდეს, როგორც აქ, გურიაში უყვართ ერთმანეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, გვჯეროდეს, გვწამდეს, რომ ჩვენ, ქართველებს ყოველთვის შეგვიძლია, გვქონდეს ძლიერი ქვეყანა. ერთი რამის უნდა გვჯეროდეს, რომ თავისუფლება რწმენის, ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირი თავისუფლებას, თუ ეს საუნჯე არ იქნება ყოველთვის თანმდევი. ღმერთმა დალოცოს გურია და მთლიანად საქართველო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში