სამხედროებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალი დალაშქრეს

19 აგვისტო 2025, 17:58 156 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა.

სამხედრო მოსამსახურეები ამ ნაბიჯით ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

სწორედ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობის სალაშქრო ბილიკი, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები სამი ეროვნული გმირის - მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალებს მოივლიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში