მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობისთვის მესამედ იბრძვის. სლოგანი უცვლელი აქვს ,,კახაბერი- კახამერი- ერთობა და განვითარება“.
იმისათვის, რომ კახაბერ ცისკარიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ოფიციალურად დასარეგისტრირდეს მას 1555 ხელმოწერა სჭირდება.
მომღერალს ხელმოწერების შეგროვება დაწყებული აქვს , იგი ადგილობრივებს ქალაქის ქუჩებში ხვდება.
23, 24, და 25 აგვისტოს კი მსურველებს ელოდება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან ხელმოწერებისთვის.