მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში U20

20 აგვისტო 2025, 09:05 45 ნახვა

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დავით ჭეჭელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე 79 კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველი შეხვედრა მოიგო, ხოლო შემდეგ მედლისთვის ბრძოლაში ინდოელი ამიტ ამიტი 9:6 დაამარცხა. ეს საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალია მიმდინარე ტურნირზე, მანამდე იგივე სინჯის მედალი კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვა.

დაჩი პაპინაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ორი შეხვედრა აშორებს.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, დღეს რეპეშაჟის ნახევარფინალში სომეხ ეფრემიანს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გადამწყვეტ ბრძოლას ირანელ რაჰმანისთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში