ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან

20 აგვისტო 2025, 11:30 179 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის სტუდენტები ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან სტაჟირებას. სტუდენტები გერმანიაში უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაემგზავრნენ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 4 სტუდენტი კონკურსის წესით შეირჩა.

სტაჟირების პროექტის ინიციატორი ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ჩიხლაძეა, რომელიც გერმანელ კოლეგებთან ერთად უხელმძღვანელებს სტუდენტთა სტაჟირებას გერმანიაში.

სტაჟირების პროექტი ბსუს, განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ასევე აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თანადაფინანსებით ხორციელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში