ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება 

20 აგვისტო 2025, 12:14 86 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპის საბჭომ იანვარში მიიღო და რომელშიც კონკრეტულ დათქმებზე იყო საუბარი, მათ შორის  აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასა და  ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ნაცვლად ამისა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.  

,,თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს სტატუსის მე-3 მუხლში მოხსენიებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში