პრემიერ-მინისტრის განცხადება

20 აგვისტო 2025, 12:26 91 ნახვა

ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული, სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია გარე გავლენებით იმართება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკომისიის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ათამდე სახელმწიფოსაც კი უსწრებს, თუმცა დამოკიდებულება უსამართლოა, რადგან ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში