51 დეპუტატის ეს განცხადება ოთხ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს აერთიანებს, ამიტომ მათ მოწოდებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს - აცხადებენ ოპოზიციაში, ''ქართულ ოცნებას'' კი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში ადანაშაულებენ.
ევროკომისიის მოწოდებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.