ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

20 აგვისტო 2025, 17:53 121 ნახვა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა, საგარეჯოში, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი