ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი

21 აგვისტო 2025, 14:05 95 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება. სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

დაკავებული აქტივისტის ადვოკატმა  მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ნინო დათაშვილის საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, ამავე დონის სხვა სასამართლოში გადატანა მოითხოვა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა.

ნინო დათაშვილის განცხადებით მის წინააღმდეგ გაჟღერებული არგუმენტები არალოგიკური და უსაფუძვლოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი