ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 106-ე ს იუბილესთან დაკავშირებით, ბაკალავრიატის მეთერთმეტე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მეოცე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
წელს, ბაკალავრიატი 76-მა იუნკერმა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი, 42-მა მსმენელმა დაასრულა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა. პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.