საქართველოს სპორტის მინისტრმა თემურ სამხარაძეს ისტორიული მედლის მოპოვება მიულოცა

22 აგვისტო 2025, 09:45 153 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ათლეტს თემურ სამხარაძეს მსოფლიოს თამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

ტურნირზე საქართველოდან, არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან, მხოლოდ თემურ სამხარაძე ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა, ჩაჯდომში 370 კილოგრამი დააფიქსირა, წოლჭიმში - 225, ამოწევაში კი - 395 კილოგრამი და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველი ათლეტი ჩინეთში გამართულ მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი