ტრენინგი მასწავლებლებისთვის

22 აგვისტო 2025, 11:18 153 ნახვა

მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო.  ტრენინგში  1300 პედაგოგი მონაწილეობს და ისინი მომზადების კურსს  თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.  

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, გადამზადების კურსის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად. წელს ეს მოდელი 64 სკოლაში დაინერგება.

პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი