საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში

22 აგვისტო 2025, 14:03 77 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლე ბადმინტონში საერთაშორისო ტურნირს „ბათუმის თასი 2025“-ს მასპინძლობს. შეჯიბრება, რომელიც უკვე მეორედ ტარდება, აჭარის ბადმინტონის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით იმართება.

ასპარეზობაში საქართველოსთან ერთად ლატვიის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მალდივის კუნძულების ასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

შეჯიბრება 11, 13 და 15 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის ტარდება.

„ბათუმის თასი 2025“-ის გათამაშება 24 აგვისტოს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი