ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება - სწორედ ამ თარიღის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ შეაფასებენ ევროკავშირში საქართველოს მიერ შესრულებულ დავალებას და დაიწყებენ თუ არა მსჯელობას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.
საკითხი მწვავე პოლიტიკური განცხადებების თემაა ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით, ხელისუფლების კურსი ანტიდასავლურია, რის გამოც, ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ გუნდს ეკისრება.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ შანტაჟად აფასებენ.