არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 აგვისტო 2025, 19:47 106 ნახვა

არჩილ მუსელიანცის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ნოემბერს, ბრალდებულმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულმა ქმედებამ 534 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი