შინაგან საქმეთა მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

23 აგვისტო 2025, 11:23 113 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრისას გეკა გელაძემ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსაც ეწვია, სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

შიდა ქართლის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი