პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

23 აგვისტო 2025, 11:29 126 ნახვა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი