ტურნირი ბადმინტონში

24 აგვისტო 2025, 17:08 109 ნახვა

ბადმინტონის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი" გაიმართა. მასში 7 ქვეყნის დაახლოებით 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 40 საპრიზო ადგილი გათამაშდა.

ტურნირს ბათუმი უკვე მეორე წელია მასპინძლობს.

ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ბადმინტონის ფედერაციაა, დაფინანსება კი აჭარის სპორტის დეპარტამენტმა და სპორტულმა სკოლამ უზრუნველყო.

ღონისძიებას მხარდაჭერა ასევე გაუწიეს ეროვნულმა ფედერაციამ და ბათუმის მერიამ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი