ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონები არიან

24 აგვისტო 2025, 21:18 49 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინი პიანი 9:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლუკა კოჩალიძემ კი ფინალში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების სახელით მოასპარეზე აბდურმახან აბდულკადიროვი 2:1 დაამარცხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი