იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში - KL3 კატეგორია საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰიი იემელიანოვმა პარაკაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 40.31 წამში დაფარა, პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, ბადრი ყაველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.