აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

25 აგვისტო 2025, 14:05 151 ნახვა

აქციებზე დაკავებულების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი,დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც უფლებადამცველმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა,ის ვიდეომასალა რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა გაყალბებულია.

ადვოკატი საქმეში სხვა მტკიცებულებების სიყალბეზეც საუბრობს და ამბობს,რომ მის დასკვნით სიტყვაში დასაბუთებული იქნება ბრალდებულების უდანაშაულობა.

ცნობისთვის წინა სხდომაზე, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა.

დღესვე დასკვნით სიტყვას ვეფხია კასრაძის ადვოკატიც იტყვის. დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი