პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 44 პირს ბრალდება წარუდგინა

25 აგვისტო 2025, 15:50 129 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 44 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. ასევე, ბრალდებულების ნაწილმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში შემოიტანა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი; „მდმა“; 2 ს-ბ; „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „მორფინი“, ,,კოდეინი’’, „ამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი “ და „გამომშრალი მარიხუანა“.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,შენახვა) ,,დ’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის) და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა)

260 ტერცია მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილის „ა“„ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია) 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი